
იმის გამო, რომ სენაკს რამდენიმე დღეა, შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია, ქალაქის ცენტრში, სავაჭრო ობიექტებთან, ქუჩაში ჯაჭვით დამაგრებული დიზელ–გენერატორები გამოჩნდა.
ფოტოებსა და ინფორმაციას სენაკში არსებული პრობლემების შესახებ „თავისუფალი ზონა“აქვეყნებს და წერს, რომ ქალაქის მრავალ სავაჭრო ობიექტს, მათ შორის, ბენზინგასამართ სადგურებსაც, ელექტროენერგია წყვეტილად მიეწოდება, რის გამოც მათ დიზელ–გენერატორები აამუშავეს.
"თავისუფალი ზონის" ფოტოები