
გადაცემა „არჩევანში“ ექსპერტმა კახი კახიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის ახლადშექმნილი არასამთარვორბო ორგანიზაციის შესაძლებლობების შეფასება საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეეძლება.
„ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებულ მთავრობას გულშემატკივრობს და ვერავითარ კრიტიკას ვერ იტანს ახალი მთავრობის მიმართ.
ახალ პროექტთან დაკავშირებით, მე ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ თუ საკუთარ რესურსს მოახმარს საზოგადოებრივი ინსტიტუტის განმტკიცებას და არა კონტროლს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა მომწონს.
როგორც კი პირველი კრიტიკული მომენტი დადგება ქვეყანაში, სადაც საზოგადოებას რომელიმე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ალტერნატიული ხედვები დასჭირდება, მაშინვე გამოჩნდება მისი შესაძლებლობები.
ეს ძალიან მოკლევადიანი პროცესია. თუ ეს ორგანიზაცია შეძლებს, რომ იმაზე მაღლა დადგეს, ვიდერე მეგობრული კავშირები მთავრობასთან, მაშინ ამაში ცუდი არაფერი არ არის, ამ ყოველივეს დრო გვიჩვენებს. დღეს ჩანდა, რომ ის ჯერჯერობით მზად არ არის მთავრობის კრიტიკისთვის“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.