
12 მარტს კინოთეატრებში ახალი ქართული ფილმი გამოვა, სახელწოდებით „3+3“, რომლის პერსონაჟები - სამი დაქალი, გადაწყვეტენ 8 მარტი ქმრების გარეშე აღნიშნონ.
საცურაო აუზზე დროის გასატარებლად მისული დაქალები შენობაში ჩაიკეტებიან, რის შემდეგაც სასაცილო ისტორიები ვითარდება.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ შორენა ბეგაშვილი, ნათია წიწილაშვილი, ნუკი კოშკელიშვილი, კოტე თოლორდავა, პაატა გულიაშვილი და დათო დარჩია.
ფილმის რეჟისორია გიორგი კიკალეიშვილი, სცენარის ავტორი - ნიკა რამიშვილი.
ambebi.ge