
საბერძნეთის პოლიციამ ძარცვისა და ქურდობისთვის დაკავებული ათი ქართველის ვინაობა დაასახელა და ფოტოები გამოაქვეყნა.
დაკავებულ ქართველებს შორის ოთხი ქალია, ექვსი კი მამაკაცი, რომელთაგან ერთი სპორტსმენია, მოჭიდავე ავთანდილ ხანთოპულოსი.
წინასწარი გამოძიებით, გამოვლენილია ქურდობის ორი შემთხვევა, როდესაც ძარცვაში მონაწილეები საძილე საშუალებებს იყენებდნენ.
ერთ-ერთი ქურდობის ფაქტი 2015 წლის 19 იანვარს მოხდა.
კერძოდ, მძარცველებმა 74 წლის მოხუცის სახლიდან 3 600 ევრო მოიპარეს. ძალადობის და მუქარის გამოყენებით, გაქურდეს კიდევ ერთი 83 წლის მოხუცი ქალაქ მარუსიშიც, საიდანაც 2 000 ევრო წაიღეს.
დაკავებულთა სია ასეთია:
1979 წელს დაბადებული ტიგრან ოგანესიანი;
1967 წელს დაბადებული მამუკა არსენიძე;
1959 წელს დაბადებული ამირან ახალაძე;
1973 წელს დაბადებული კახა ნაცვლიშვილი;
1975 წელს დაბადებული გიორგი ქობალავა;
1977 წელს დაბადებული ხათუნა კობიძე;
1981 წელს დაბადებული ლელა უგულავა;
1959 წელს დაბადებული ახალაძე თამარა;
1978 წელს დაბადებული მადონა კუბლაშვილი.
ambebi.ge