კახა ბენდუქიძის უცნობი ისტორიები

Image

აღნიშნული ინტერვიუ ჟურნალმა „გზამ“ რამდენიმე წლის წინ გამოაქვეყნა.

 

ჟურნალისტთან საუბარში ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის დედა შვილის ბავშვობას იხსენებს და მასთან დაკავშირებულ ისტორიებს ჰყვება.

 

მისი თქმით, რომ კახას სუსტი წერტილი გემრიელი სმა-ჭამაა, თუმცა ყველაზე გემრიელი ულუფის მირთმევა, მას დედის სახლში შეუძლია.

 

ჯულიეტა რუხაძე მიიჩნევს, რომ თავისი უცნაური ხასიათის გამო მისი შვილი ფსიქოლოგებისთვის საინტერესო "ობიექტი" იქნებოდა.

 

„კახა ხასიათით მე მგავს. მეც არ მიყვარს და მნიშვნელობას არ ვანიჭებს რაღაც თარიღების აღნიშვნას. ის არც საჩუქრებს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას.

 

რაც პოლიტიკაშია, ძალიან დაკავებულია. ცოტა ხნით შემოირბენს და ამასაც არ აცლიან. გამუდმებით ურეკავენ. ის არ ჩანს, რადგან საერთოდ არ უყვარს თავის გამოჩენა. თუმცა, ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, მისი განსასჯელი და გადასაწყვეტია. თავის გამოჩენა ბავშვობიდანვე არ უყვარდა. არც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.

 

ძალიან ჭკვიანი და განათლებულია, მაგრამ დისერტაციის დაცვა არც მოისურვა. ძალიან განსხვავებული ადამიანია. ვფიქრობ, ფსიქოლოგებისთვის საინტერესო შესასწავლი იქნებოდა. მის ამბებს მძღოლებისგან უფრო ვიგებ ხოლმე - რას საქმიანობს და როგორ.

 

... მინდოდა, ქართველი გოგო შეერთო ცოლად, მაგრამ ეს სურვილი ჩემთვის, გულში მქონდა. კახას ასეთ თემებზე ვერ დაელაპარაკები, ისეთი ხასიათი აქვს ან რატომ უნდა ვუთხრა, როდესაც შეიძლება უსიამოვნება მოხდეს.

 

ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო. უზომოდ უყვარდა წიგნების კითხვა. იმდენს კითხულობდა, ხანდახან ვუშლიდი კიდეც. ექსპედიციაში ხშირად დავდიოდი. ერთხელ ზემო სვანეთში კახაც წავიყვანე. რაღაც მომენტში, დამეკარგა. ყველანი ვეძებდით. სად არ ვიარე, მაგრამ ვერსად ვიპოვე; ბოლოს, ბიბლიოთეკაში მიაგნეს.

 

რამდენჯერმე ვიყავი იმ მხარეს ნამყოფი და ბიბლიოთეკა საერთოდ თუ იყო, არ ვიცოდი. კახას სვანეთი ძალიან მოეწონა. მეუბნებოდა - დედი, რა კარგია სვანეთი "გვერდითი მოვლენები" რომ არ ჰქონდესო. მოგეხსენებათ, სვანეთში არ იყო აბაზანა და კომფორტის სხვა ატრიბუტები. ეზოში, ვაბანავებდი და "გვერდით მოვლენას" ამას ეძახდა...

 

ერთხელ მახსოვს, კახამ სახლში მოსვლა დაიგვიანა. მე და მამამისი მის საძებნელად წავედით. ქუჩაში, ერთ-ერთი ფანჯრიდან კახას ხმა შემოგვესმა. მივუახლოვდით. კახა მასპინძლებს ლექციას უკითხავდა. დაუღალავად შეეძლო ლაპარაკი. ძალიან საინტერესო ამბებს ჰყვებოდა. ამიტომ პროფესორას ეძახდნენ.

 

 ცხოველები ძალიან უყვარს. რა არ გვყავდა სახლში - ხვლიკიც კი. ძალიან განიცდიდა, როდესაც მისი ცხოველები ავადმყოფობდნენ. ერთხელ, ჯორჯ ბალანჩინის კონცერტზე წავიყვანე. მთელი დარბაზი ჩვენკენ იყურებოდა. მივტრიალდი კახასკენ და რას ვხედავ? მას მხარზე მკვეთრი მწვანე ფერის ხვლიკი უზის!..

 

არ იფიქროთ, რომ განურჩევლად ყველაფრის ჭამა შეუძლია. ძალიან არჩევს საჭმელს. აინტერესებს, რა და როგორ მზადდება. მისთვის არასოდეს მისწავლებია კერძების მომზადება, მაგრამ თავად ყველაფერი ეხერხება. ერთხელ, საახალწლოდ, მთელი სუფრა თვითონ გაამზადა.

 

ძალიან უყვარს იმ ტაფის მოსუფთავება, რომელზეც რაიმე იყო შემწვარ-მოხრაკული.

 

კახა ფეხზე ვერ გუობს ხელოვნურ წინდებს. ის ხმარობს ნატურალური ქსოვილისგან დამზადებულ წინდებს, რომელიც თბილისში არ იყიდება. როცა საზღვარგარეთ მიდის, იქ ყიდულობს. უხარისხოს ჩაცმას კი, ფეხშიშველი ყოფნა ურჩევნია. ამ დღეებში, ჩემთან იყო მოსული, ახველებდა, გაცივებული იყო. ვხედავ ფეხშიშველაა.

 

ვუთხარი - კახა, ისედაც გაცივებული ხარ, ფეხშიშველი რატომ დადიხარ-მეთქი? კარგი, რა, დედი, ნუ მელაპარაკებიო. მეც გავჩუმდი და ხმას არ ვიღებ...“ - ამბობს ჯულიეტა რუხაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !