
„რეფორმატორთა კლუბი“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს 10 კითხვით მიმართავს. კითხვები „ფეისბუქზე“ დიმიტრი შაშკინმა გამოაქვეყნა.
1. რატომ არ დადიან მასიურად სკოლებში XI-XII კლასელები?
2. რატომ არ შეუძენია სამინისტროს არანაირი ახალი ინვენტარი სკოლებისთვის 15 თვის განმავლობაში?
3. რატომ აპირებთ პირველკლასელთა ნეთბუკების პროგრამის გაუქმებას?
4. რატომ შეწყდა საზღვარგარეთ წასული ჩვენი სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსება?
5. რატომ არ დასრულდა ინკლუზიური სკოლების რეაბილიტაცია 2013 წელს, როგორც დაგეგმილი იყო?
6. რატომ არ მიეცა, 15 თვის განმავლობაში, არცერთ მასწავლებელს საშუალება, მიეღო ათასლარიანი ხელფასი?
7. რატომ გაჩერდა მულტილინგვური სახელმძღვანელოების შექმნა აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სკოლებისთვის?
8. რატომ გინდათ 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღების აკრძალვა? არ ჯობია, მშობელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება და თქვენ მის ნაცვლად რატომ წყვეტთ?
9. რატომ გაჩერდა „მომავლის კლასების“ მოწყობა საჯარო სკოლებში?
10. რატომ არ გაიხსნა აქამდე ამერიკული უნივერსიტეტი?
რეფორმატორთა კლუბი