„ყოველ მესამე წინადადებაში „სად ერეკლე და სად ჩემი …“-ს გაიძახოდა, მულატკას შემოსვლამ საკონტროლო ტყვია დამახალა შუბლში...“

Image

გია ჯაჯანიძის შოუს მინაწილე, ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში იმ შთაბეჭდილებებზე წერს, რომელიც შოუს ჩაწერის პროცესში მერსისთან, ეკა ყუშიტაშვილთან, მულატკასთან და თამუნა ვარშალომიძესთან ურთიერთობით მიიღო.

 

„გასულ ხუთშაბათს, როცა გადაცემა „სხვა რაკურსის“ გადაღებაზე მივდიოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ მძიმე „შარში“ გავყოფდი თავს… 

 

პირველი შოკი საგრიმიოროში მივიღე, სადაც ეკა ყუშიტაშვილი ლამის ნახევარი საათის განმავლობაში ეწყობოდა ეთერისთვის. ყოველ მესამე წინადადებაში „სად ერეკლე და სად ჩემი …“-ს გაიძახოდა და ძალიან ბედნიერი იყო იმით, რომ ამ ბრბოს (ანუ ხალხს) კიდევ ერთხელ მოუშლიდა ნერვებს.

 

არ უჩანდა ბოლო მისი სილამაზის კიდევ უფრო გაღრმავებას გრიმით, შესაბამისად მოსაწევად გამოვვარდი, როცა გზად ორი „ნოყიერი ძუძუ“ და მათი მეპატრონე, თამო ვაშალომიძე შემომეფეთა, მერე მერსისაც მოვკარი თვალი, რომელთანაც ადრე მცირე დოზით კონფლიქტიც მქონდა, ერთ-ერთი ძველი პოსტის გამო, ხოლო საგრიმიოროში მულატკას შემოსვლამ – საკონტროლო ტყვია დამახალა შუბლში...

 

პირველი შოკი ეკა ყუშიტაშვილმა მიმაღებინა, როცა უწყინარ კომენტარზე ისტერიულად წამომიხტა და ახსნა, რომ ვის არ „შეუგინია“, რომ პატრული საგინებელი იყო, რომ ხალხი ბრბოა, იმიტომ, რომ მის ვიდეოს აზიარებენ, მისი გინება და გადარეკვები კი – როგორც ჩანს თავაზიანობის პიკი და ლოცვის ტოლფასი.

 

„რით ვერ დაიმახსოვრეთ, რომ ეს მანქანა არ უნდა გააჩეროთ“ – ტიპიური „ღრუზინკა“ ქალის კომენტარი, ხოლო ზოგადად, დამნაშავე იმაში, რომ დაბალი დონის ხალხი პიარდება, არის ვინმე მედეა (მედია). ანუ თავისდაუნებურად, ეკატერინემ საკუთარ თავს გამოუტანა, საკმაოდ ობიექტური განაჩენი: რომ არა მედეა, მისი სახელი თუნდაც ამ ბლოგ პოსტშიც, არ გაიჭაჭანებდა, აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა თოქ შოუზე.

 

გირჩევთ კარგად შეინახოთ ეკას ვიდეო და აჩვენოთ მომავალში შვილებს, იმის ხაზგასასმელად, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი (და არც რომელიმე სხვა ეროვნების) ქალი კონკრეტულ სიტუაციაში, შესაბამისად, ეკას პერსონაჟის სასარგებლოდ გამოყენებაც შესაძლებელია. საუბარი მაქვს მხოლოდ მის ინციდენტზე პატრულთან, სხვა მხრივ, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ეჭვიც არ მეპარება, რომ რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ძალიან კარგი ადამიანი იყოს. :)

 

ეკას მხარი მულატკამ აუბა, რომელიც ცნობილი ჯეობარში სექსით გახდა, თუმცა მაინც მისცა თავს მორალური უფლება, გაეკრიტიკებინა მერსი და თამო ვაშალომიძე, ფაქტიურად სულ “ბოზები” ეძახა.

 

მისი გადაწყვეტილებით, ამორალურობა „პიდარასტობა და ლესბიანკობაა“, ხოლო სხვა ყველაფერი – მისაღებია. შესაბამისად, თუ გადაწყვეტთ რამე საეჭვო საქციელის ჩადენას, მიმართეთ მულატკას, ის ძალიან ინტელექტუალურად აგიხსნით, რა არის ამორალური და რა არის მისაღები, „კურთხევაც“ მისგან აიღეთ სექსის სხვადასხვა სახეობაზე და შიგადაშიგ შეგიძლიათ სანთელიც დააჭერინოთ.,,

 

მერსი სულხანიშვილი, ერთერთი ყველაზე საინტერესო და მხიარული ტიპაჟი აღმოჩნდა, იუმორის გრძნობასაც შესანიშნავად ფლობდა, არგუმენტებიც მყარი ჰქონდა (ეს არის იყო რთული თემა, წესით მულატკას და ეკას დამარცხება დიალოგში – არ არის გმირობის ტოლფასი, მაგრამ მაინც), პროტესტსაც სწორი ფორმით გამოხატავდა.

 

უფრო მეტიც, მამამისს რომ თავის დროზე ცოტა უფრო ძლიერად ეტყაპუნებინა ხელი მის საჯდომზე, ალბათ აღარც გაიხდიდა თავის დროზე, თუმცა რაკი ქალების თემას ვეხებით, საჯდომზე ტყაპუნით ადამიანების აღზრდის თუ გამოსწორების ნოუ ჰაუ – მოდით, არ განვავრცოთ. ამავე გადაცემაში მერსი ქალიშვილობაში „დაადანაშაულეს“, რაც არგუმენტირებულად ვერ გააპროტესტა, შესაბამისად, ინბოქსში ალბათ ბევრი, ხელის თხოვნის წერილი მიუვა, „ქართველი ვაჟკაცებისგან“…

 

თამო ვაშალომიძე, საყვარელი და პოზიტიური გოგონა, რომელიც არავის ერჩოდა, მაგრამ ეპატაჟს მოწყურებული მულატკა მაინც დაესხა თავს და ეკლესიასთან მიახლოვება აუკრძალა. ის გაოცებას ვერ მალავდა, რით ვერ აირჩია თამომ ან ეკლესია, ან პლეიბოი… შოუს შემდეგ თამო ჩემი ყველაზე დიდი თავის ტკივილი გახდა: მივიღე არაერთი წერილი უცნობი ბიჭებისგან, რომლებიც მეკითხებოდნენ რა ურთიერთობა მაქვს თამოსთან, რამდენად მარტივია „მისი შებმა“, ხომ „მაგარი ნაშაა“ და ა.შ. ბუნებრივია, ყველა აღნიშნული შინაარსის წერილი, უპასუხოდ განისვენებს ჩემ ინბოქსში, და მაინც WHYYYYYYY???!!!…

 

საერთო ჯამში, იყო ყაყანი, გნიასი, ალოგიკურობის, გრამატიკული გაუმართავობის, დისკრიმინაციული ტერმინების ბუმი (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მართლაც კარგ და საინტერესო სტუმარს) და რაც მთავარია, შოუ შედგა...

 

და ბოლოს, გადაცემის დასასრულს მელანქოლიური გამომშვიდობება ყუშიტასთან: იმედია ოდესმე ჩემზეც დაწერ გურამიკოოო (ბოლოში გაწელილი ო-თი, ორინიის გამოხატვის მიზნით)

 

ჰო და, ასე აგიხდეს ყველაფერი ყურშიტ! :)

 

აქვე, უფასო რჩევები, შოუს ინტელექტუალ თუ უინტელექტო მონაწილეებს:

 

თავისუფლება არის ის, რაც გვანიჭებს ბედნიერებას და კომფორტს, მაგრამ ეს არ უნდა გადიოდეს სხვის დისკომფორტზე;

თუ ჩვენ გვაქვს უფლება ვაგინოთ ვინმეს უსამართლოდ, არ უნდა იყოს აღმაშფოთებელი ხალხის რეაქცია და იგივე, გინების ფორმით პროტესტის გამოხატვა ჩვენი მისამართით;

პლეიბოისთვის გაშიშვლება და ლამაზი სხეულის პრომოუშენი არის ადამიანის უფლება, რომელსაც პარალელურად აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს ივლის თუ არა ეკლესიაში;

 

ცემა-ტყეპით შეიძლება მივცეთ მითითება ცხოველს, მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ ესმის საუბარი (და ესეც მიუღებელია). მე მაქვს ამბიცია ინტელექტზე, შესაბამისად იმაზეც, რომ შემიძლია ადამიანს დავუსაბუთო ლოგიკურად, რომ ის ცდება, ასე რომ – არსებულ ფიზიკურ ძალას, რამე სხვა მიმართულებით გამოვიყენებ;

 

მსგავსი ფორმატის შოუებში სტუმრობა არ არის სირცხვილი, ადამიანი შესაძლებელია იყოს ღირსეული, ყვითელი ფორმატის, სკანდალურ თოქ შოუშიც და შეიძლება იყოს სამარცხვინო – პარლამენტის სხდომაზე, ტაძარში, საჯარო გამოსვლის დროს, ანუ მთავარია კონკრეტული ადამიანების ქმედება და არა ადგილი,“ - წერს გურამ შეროზია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !