
გორში, სასტუმრო „საქართველოში“ მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ვერსიით, მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
ამ დრომდე უცნობია თვითმკვლელობის მოტივები. ცნობილია, რომ მამაკაცი დაახლოებით 40 წლისაა და მას სასტუმროს თანამშრომელი თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა – მას ყოფითი დეტალები აწუხებდა და, ადმინისტრატორის განცხადებით, რაიმე განსაკუთრებით საგანგაშო მის ქცევაში არ ყოფილა.