
8 მარტს ღამით, კახეთის გზაზე, გომბორის გადასახვევთან ახლოს სამგზავრო მიკროვატობუსი საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდნენ მიკროავტობუსის მგზავრები.
ისინი საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
2 დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველის თქმით, საგზაო წესები საპატრულო ეკიპაჟმა დაარღვია.
მიკროვატობუსის მძღოლი დაკითხეს, ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმებაც, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.
შსს-ში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ადასტურებენ, თუმცა უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას პატრულის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
მომდარზე დაწყებულია გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ექსპლატაციის ან უსაფრთხოების დარღვევის მუხლით.
http://rustavi2.com/