„4 წყვილი ცხრა პირ ტყავს იძრობდა ზასაობაში, სხვა წყვილი პირდაპირ ბალახზე სექსით იყო დაკავებული“

Image

დეპუტატი გოგა ხაჩიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე იმ უხერხულ სიტუაციას აღწერს, რომელშიც ისტორიულ ძეგლზე ასული მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ჩავარდა.

 

„ბებერი უძახე შენ...

 

დღეს კარგი ამინდი იყო და გადავწყვიტე, 7 წლის ლუკა მცხეთაში გამესეირნებინა.

 

ჰოდა ჩავედით მცხეთაში და დავიწყე:

 

ეს სვეტიცხოველია ლუკა, ის - ჯვარი, აქ პომპეუსის ხიდია, იქ არაგვი უერთდება მტკვარს, ეს სამთავროს ველია, ის მონასტერი და ა.შ.

 

ის რა არის? - მეკითხება ლუკა.

 

- ის ბებრისციხეა.

 

- შეიძლება ავიდეთ?

 

- კარგი, ავიდეთ - ვპასუხობ მე და ცოტა ხანში ბებრისციხეში შემავალ აღმართს მივუყვებით...

 

მივდივართ და ვუყვები ისტორიებს ციხესიმაგრეებზე, მათ ფუნქციაზე, რისთვის იყენებდნენ, როდის, როგორ...

 

აღმართი ავათავეთ, კარიბჭე გავიარეთ, შევედით ციხის მთავარ სივრცეში და რას ვხედავთ, აქეთ-იქით ქვებზე მიმჯდარა 4 წყვილი და ცხრა პირ ტყავს იძრობენ ზასაობაში.

დავიბენი...

 

ერთიანად უკან გამობრუნება ცოტა უხერხულად მომეჩვენა, ამიტომ ლუკას სასწრაფოდ ჩავკიდე ხელი და მარჯვნივ გავიწიე, იქ სადაც ციხის სხვა სივრცე მეგულებოდა.

 

ფართხა-ფურთხით გადავირბინეთ ციხის ჩამოშლილი ქვები (წინ მე მივდიოდი) და თავი გავყავი ციხის კედლის მიღმა.

 

ვხედავ სხვა წყვილი პირდაპირ ბალახზე გაწოლილა და სექსითაა დაკავებული.

 

ელდანაკრავი შემოვბრუნდი, ბავშვი ხელში ავიტაცე და მოგონილი - „უი, უი, ახლა გამახსენდა, ძალიან გვეჩქარება-თი“ გამოვბუნძულდი ბებრისციხიდან.

რა ხდება, რაშია საქმე?...

 

ისტორიულ ძეგლებზე, წინაპართა ძვლების ყივილის ფონზე ზასაობა (და არა მხოლოდ) რამე ახალი ტრენდია, თუ მე გამოვტოვე რამე?...

...

 

p.s.

 

- მამა, რატომ ჰქვია ამ ციხეს ბებრისციხე?

 

- არ ვიცი ლუკა, წარმოდგენა აღარ მაქვს, რატომ ჰქვია ამას ბებრისციხე.

 

წყარო: ფეისბუქი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !