
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ წევრმა გოგა თოდუამ „ნაციონალ“ ბართლომე შელიას სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარი გაუხსენა და ბოთლი ესროლა.
თოდუას „რესპუბლიკელი“ ნიკოლოზ ზარქუაც შეეშველა, რომელმაც ბართლომე შელიას ხელი დაარტყა და „მონასტერიც აირია“.
საკრებულოს წევრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება 5 წუთი გაგრძელდა, რის შედეგადაც სხდომა ჩაიშალა.
გავრცელებული ინფორმაციით, უთანხმოება ბართლომე შელიას კომენტარმა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანი წითლიძის პოსტზე, სადაც წითლიძე წერდა, რომ სამეგრელოს განვითარების ცენტრს ზუგდიდის ხელისუფლება მიზანმიმართულად უქმნის პრობლემებს.
შელიამ კომენტარში მოქმედ ხელისულებას, „ბოდიალის ხელისუფლება" უწოდა.
newposts.ge