-
2015-03-05 06:10
ბასკური დერბი ორი გამორჩეული კალათბურთელის ჩხუბით აღინიშნა. ესპანური "ბილბაოსა" და "ლაბორალის" შეხვედრის დროს თორნიკე შენგელიამ ტოდოროვიჩს სახეში გაარტყა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა არასპორტული უხეშობა გამოიჩინა.
თუმცა, როგორც საკალათბურთო დარბაზში მისულ, ასევე ტელეეკრანთან მიმსხდარ გულშემატკივრებს ჩხუბზე მეტად სხვა ეპიზოდი დაამახსოვრდათ: მას შემდეგ, რაც სიტუაცია განიმუხტა, თორნიკე შენგელიამ პატარა გულშემატკივართან მიირბინა, აკოცა და, სავარაუდოდ, პატიება სთხოვა, რაზეც პატარამ თავი დაუქნია...