
ნაციონალებმა მიიღონ თოქ-შოუში მონაწილეობა ჩვენ კი ვმუშაობთ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ გუშინ უმცირესობის მიერ მოწვეული საგანგებო სხდომის ჩაშლაზე.
მისი აზრით, სხდომა უშედეგოდ ჩაივლიდა და იქ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები გაკეთდებოდა.
,,ეს იყო ნაციონალური თოქ-შოუ, ამ სხდომას არ ექნებოდა არანაირი შედეგი, მხოლოდ მოხდებოდა ტემპერატურის აწევა. სხვებმა იარონ თოქ-შოუებში ჩვენ საქმეს ვაკეთებთ,"- აცხადებს დეპუტატი ანი მიროტაძე.
გუშინ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საგანგებოდ მოწვეული სხდომაზე, სადაც ქვეყნის სავალუტო კრიზისზე უნდა ემსჯელათ, მმართველი კოალიციის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ და სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა.