„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყება. მმართველი გუნდის წევრები ოფისში ამ წუთებსი იკრიბებიან.
პოლიტსაბჭოს წევრები აცხადებენ, რომ სხდომაზე იმსჯელებენ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე-მათ შორის ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე.
განსახილველ საკითხებს შორის შესაძლოა საპარლამენტო მუშაობა და ოპოზიციის მიერ ინიცირებული სხდომის ჩაშლაც მოხვდეს.