უკრაინელმა მოდელმა, ანნა დურიტსკაიამ ნემცოვის მკვლელობაზე გამოძიებას ჩვენება მისცა

Image

რუსული სააგენტოების ცნობით, მოსკოვის ცენტრში რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობას 23 წლის უკრაინელი მოდელი, ანნა დურიტსკაია შეესწრო.

 

უკრაინელი მოდელის თქმით, მან და ნემცოვმა სავაჭრო ცენტრ „გუმში“ ივახშმეს და  დაახლოებით 23 საათისთვის და ვასილევსკის დაღმართისკენ სასეირნოდ გაემართნენ, სადაც მკვლელობა მოხდა.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი მკვლელობამდე ორი საათით ადრე რადიო „ეხო მასკვის“ ეთერში იყო მიწვეული, სადაც 1 მარტს დაგეგმილი ანტიკრიზისული აქციის „გაზაფხულის“ შესახებ ისაუბრა.

 

პოლიტიკოსის მკვლელობის საქმეზე პოლიცია თეთრი ფერის „Ford Focus“-ის ან „Ford Mondeo“-ს მარკის ავტომანქანას ეძებს.

 

ტრაგედიის ადგილზე დღეს დილიდან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ.

 

ნემცოვის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, პოლიტიკოსს სოციალურ ქსელში მოკვლით ემუქრებოდნენ, რის გამოც სამართალდამცავ ორგანოებში  განცხადებაც შეიტანეს, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

 

რუსი პოლიტიკოსის მკვლელობის გამო 1 მარტისთვის დაგეგმილი ანტიკრიზისული აქცია „გაზაფხული“ გააუქმეს.  

 

„ტრაგიკული მოვლენების გამო, ანტიკრიზისული მარში, რომელიც ხვალ დილით ქალაქის ცენტრში უნდა გამართულიყო, გავაუქმეთ.

 

ხვალ უფრო მართებული იქნება, თუ ჩვენ ბორისს პატივს მივაგებთ", - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მიხეილ კასიანოვმა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !