-
2015-02-28 10:13
ინგა გრიგოლიას „რეაქციის“ ეთერში ბიზნესმენმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა.
„გამიცრუვდა იმედი ბიძინა ივანიშვილისგან.
ყველამ ვიცოდით, რომ ხელისუფლებაში მოდიოდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი საფინანსო ჯგუფის ხელმძღვანელი.
კრიზისი მოხდა, მაგრამ რწმენა გვქონდა, რომ ჩვენ ვიქნებოდით უფრო წინ. არავინ არ ვართ ბავშვები და ვიცით, რომ ანალოგიური პროცესები მიდის მთელ მსოფლიოში.
პრეზიდენტია, სიკვდილია თუ უბედურება, ვეღარ გავიგე ვინ არის, მაგრამ მაინც თავკაცია ამ რესპუბლიკის და არის ერთ-ერთი ძლიერი პერსონა და სულ მეგონა რაღაც სვლას მოიფიქრებდა. - მიშამ მოიფიქრა.
აქედან გაგდებულმა სააკაშვილმა მეორე მთავრობა გახსნა უკრაინაში. როგორც პოლიტიკოსმა გაამართლა, ამან როგორც ფინანსისტმა ვერ გაამართლა", - აღნიშნა ვახტანგ რჩეულიშვილმა.