-
2014-02-04 03:22
ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე ჟურნალისტი ია ანთაძე ინტერესდება, რაზე აიღებს პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილი.
ია ანთაძე ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს იხსენებს, რომლის თანახმადაც, ოთხი წლის შემდეგ სწორედ მასუკნდა მოკითხონ, როგორ საქართველოში იცხოვრებენ:
„კი თქვა ბიძინა ივანიშვილმა, ოთხი წლის შემდეგ მე მომკითხეთ პასუხი, როგორ საქართველოში ვიცხოვრებთო; მაგრამ ხვალ რომ მოჰკითხავენ ლარის კურსის, ან კეზერაშვილის, ან საზოგადოებრივი მაუწყებლობის, ან თვითმმართველობის, ან ჯიპების და რესტორნების, ან ვაკის პარკის, ან რამე სხვა ამბავს, ნეტავ, რაზე აიღებს პასუხისმგებლობას?“