
რამდენიმე წლის წინ მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანისა და ნინო ქორიძის ქორწინებაზე მთელი თბილისი ჭორაობდა.
ასეთი მითქმა-მოთქმის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ თორნიკე 24 წლის იყო, ნინო 37-ის და ორჯერ უკვე იყო გათხოვილი.
მათ შესახებ არაერთხელ გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს დაშორდნენ, მაგრამ წყვილი ბედნიერად ცხოვრობს და ცოტა ხნის წინ ქალიშვილიც შეეძინათ.
ნინოსთვის თორნიკე მესამე ქმარია. იგი პირველად 16 წლის ასაკში დავით კვირიკაძეზე (მეტსახელად ბათურა) გათხოვდა.
მასთან ჰყავს შვილი ირაკლი კვირიკაძე, რომელიც ინგლისში სწავლობს. თუმცა, ნაადრევად შექმნილი ოჯახი მალე დაინგრა.
21 წლის ასაკში ნინო კოტე გოგელიაზე გათხოვდა, რომელიც ახლა მაკა ასათიანის ქმარია.
კოტემ და ნინომ ერთმანეთი ირინა თევზაძის ჩვენებაზე გაიცნეს, რომლის სპონსორიც კოტე გოგელია იყო, ნინო კი პოდიუმზე გამოდიოდა.
რაც შეეხება მესამე ქორწინებას, თორნიკეს და ნინოს ტრადიციული ქართული ქორწილი ჰქონდათ, ჯვარი მამა დავითზე დაიწერეს.
ambebi.ge