არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები ოთხშაბათს, 7 საათზე საპროტესტო აქციას ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გამართავენ,- ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.
„ფინანსთა მინისტრმა, რომელიც შეიპარა დღეს ფინანსთა სამინისტროში უკანა შესასვლელიდან, გამოგვიგზავნა წარმომადგენლები და უარი განაცხადა ოპოზიციასთან შეხვედრებზე. ამიტომ, ვინაიდან ივანიშვილის მარიონეტებს არ შეუძლიათ გაგვცენ არანაირი პასუხი ქვეყანაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, ჩვენ ოთხშაბათს, 7 საათზე შევიკრიბებით ივანიშვილის შუშის სასახლესთან,” - განაცხადა კახა კუკავამ.
კახა კუკავამ და რამდენიმე სხვა არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა დღეს ფინანსთა სამინისტროსთან მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. მათი თქმით, ეკონომიკურ კრიზისს მთავრობა ვერ უმკლავდება და ამიტომ მინისტრები უნდა გადადგნენ.