„კალაძემ ღარიბაშვილს ფურცლები მიაყარა და უთხრა, 150 მილიონი იქედან მოიტანე, საიდანაც გინდაო“

Image

გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე პრემიერსა და ვიცეპრემიერ კალაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი თქმით, გაზის ტარიფის მომატების საკითხის განხილვისას კალაძე ღარიბაშვილს ეუხეშა. ელისო კილაძე მიიჩნევს, რომ კახა კალაძე პრემიერის პოსტს უმიზნებს.

 

„რამდენადაც ვიცი, შეხლა-შემოხლა ღარიბაშვილსა და კალაძეს შორის ყოფილა გაზის ტარიფთან დაკავშირებით, კერძოდ, კალაძე იყო მომხრე და ითხოვდა გაზის ტარიფის მომატებას, რაც წარმოუდგენელი იყო სულ ცოტა ხნის წინ, რადგან ჩვენ გვპირდებოდნენ  ტარიფების განახევრებას და ერთ-ერთი ინიციატორი ამისა იყო სწორედ კახი კალაძე.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტარიფების მომატების საკითხის განხილვისას ყოფილა კატეგორიული წინააღმდეგი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა გაღიზიანდებოდა და და წინასაარჩევნო დაპირებები არ იქნებოდა შესრულებული, არამედ იმიტომაც, რომ ეს რთული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, ლარის გაუფასურების პირობებში, კიდევ უფრო დიდი ტვირთი იქნებოდა, როგორც მოსახლეობისათვის ასევე იურიდიული პირებისათვის.

 

კალაძეს საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონდა ღარიბაშვილთან, მეტიც, მას ძალიან უხეშად უპასუხია და როგორც ჩემი წყარო მეუბნება, მიაყარა ფურცლები ღარიბაშვილს და ეს 150 მილიონი შენ თვითონ მოიტანე საიდანაც გინდაო, ესეც კი გაუბედავს. როგორც ჩანს, კალაძე იღწვის თავისი გავლენების გაფართოებისათვის მთავრობაში და მე რამდენადაც ჩემი წყარო მეუბნება, ლამის ოცნებად აქვს გადაქცეული, როდის გახდება პრემიერ-მინისტრი.

 

მე მეეჭვება, რომ მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიჭიროს, მეტიც შეიძლება ენერგეტიკის მინისტრის პოსტის დატოვებაც მოუხდეს ან მთლიანად პარტიაში გადაბარგება მოთხოვონ სამთავრობო ცვლილებების დროს, მაგრამ რეალობა გახლავთ სწორედ ასეთი, რაც მე ახლა მოგახსენეთ",-განაცხადა ელისო კილაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !