
ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ დააკავეს უკრაინის ანტიტერორისტულმა ძალებმა ხარკოვში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილები.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, მშვიდობიანი მარშის დროს ხარკოვში თოვლის ნამქერში შემალული მოწყობილობა აფეთქდა, რამაც ორი ადამიანი იმსხვერპლა. მოგვიანებით ეჭვმიტანილები დააკავეს და მათგან ცეცხლმტყორცნი "შმელი" ამოიღეს. დაკავებულებმა აღიარეს, რომ წვრთნები რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში გაიარეს.