
"ეს რეკლამა კი არა, ქალების შეურაცხყოფაა, უზნეობაა და არანაირი კრეატივი ამაში არ დევს", - ძირითადად, ასეთი შეფასებები მოჰყვა "ივერიაბეთის" ახალ სარეკლამო რგოლს, რომელიც "ფეისბუქის" გვერდზე განათავსეს, თუმცა, მომწონებლებიც მრავლად გამოუჩნდა.
ეს ამ შინაარსის პირველი სარეკლამო რგოლი არაა, რომელიც კომპანიამ დაუკვეთა. პირველ სარეკლამო რგოლს შედარებით ნაკლებად აკრიტიკებდნენ.