კონსპიროლოგია ანუ როგორ ლაგდება პაზლი ორი ბიოგრაფიის მიხედვით (ვიდეო)

Image

ვლადიმირ პუტინისა და „ღამეული მგლების“ ლიდერის ალექსანდრე ზალდასტანოვის, იგივე „ქირურგის“ (ერთერთი ვერსიით, მისი ნამდვილი გვარი ზალდასტანიშვილია) ბიოგრაფიების შედარება და საინტერესო დეტალები.

 

ვლადიმირ პუტინი:

 

1985-1990 წლებში ის გდრ-ში მუშაობდა. ის დრეზდენის ტერიტორიულ სადაზვერვო წერტილში მუშაობდა, დრეზდენში არსებული სსრკ-გდრ-ის ხალხთა მეგობრობის კლუბის დირექტორის საფარქვეშ. იქ მივლინების პერიოდში ნამსახურების წლოვანების მიხედვით მიენიჭა პოდპოლკოვნიკის ჩინი, ხოლო თანამდებობრივად გახდა სუკ-ის განყოფილების უფროსის თანაშემწე.

 

ალექსანდრე ზალდასტანოვი, „ქირურგი“:

 

1985 წელს ზალდასტანოვი დაქორწინებული იყო გერმანელ ქალბატონზე, ხშირად სტუმრობდა ბერლინს. შემდეგ ისინი დაშორდნენ. მუშაობდა მცველად როკ-ენ-როლის კლუბ „Sexton“-ში, დასავლეთ ბერლინში. როგორც მცველებისთვისაა დამახასიათებელი, სავარაუდოდ, ვაჭრობდა „ბალახით“, რის შემდეგაც „შტაზმა“ აიყვანა და მოხვდა სსრკ-ს საელჩოში, დეპორტაციის კუთხით. ის არ გაუდეპორტებიათ, მიიღო გადაბირების შეთავაზება სუკ-ის ოფიცრებისგან და დარჩა გდრ-ში.  

სწორედ ბერლინში შეისწავლა და აითვისა მან მოტოთემა. 1990-იან წლებში ხშირად სტუმრობდა ბერლინს, კერძო ვიზიტებით. მოსკოვში ბაიკერთა კლუბი Sexton ჩამოაყალიბა. ამ კლუბმა 2014 წლის 28 სექტემბერს დონბასის მხარდასაჭერად გრანდიოზული კონცერტი ჩაატარა, რომელიც რუსული ტელევიზიების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კლუბი „ანტიმაიდნის“ იდეის გავრცელებას ემსახურება.

 

შეგახსენებთ, რომ „Ночные волки“  საქართველოშიც იმყოფებოდნენ და მათ 2013 წლის 14 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, წმინდა ადგილები მოილოცეს.

 

ბაიკერები აცხადებდნენ, რომ საქართველოში რუსეთს დაქვემდებარებული უკრაინის საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით ჩამოვიდნენ. მათ „ქირურგი“ მეთაურობდა. ამ თემაზე მომზადებული „მოამბის“ სიუჟეტი მასალას თან ერთვის. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !