-
2014-02-03 14:50
26 მაისის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე დაიკითხა.
დაკითხვის შემდეგ მერაბიშვილმა ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება დაცვის მხარეს გამოადგება:
“მინდა, მადლობა გადავუხადო მას, ყველაფერი თქვა და ყველა დარწუნდა, რა მიზანი ამოძრავებდა და როგორ მიდიოდა მიტინგი. ბურჯანაძის მიერ მიცემული ჩვენება დაცვის მხარეს კარგად გამოადგება. მინდა, მას შევახსენო 2007 წლის ნოემბრის მიტინგი. მე მას არ ვამტყუნებ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მიტინგის დაშლის ინიციატივა ბიწაძისგან მოდიოდა. ყველამ ვიცით, რომ ის იყო ინიციატორი, რომ ამ ფორმით დაშლილიყო, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს დანაშაული არ არის, როგორც ეს განხორციელდა“, - აცხადებს მერაბიშვილი.