-
2015-02-20 00:02
25 წლის ქალმა, რომელიც ამ საბედისწერო მომენტში "ფორდ ფოკუსს" მართავდა, ორჯერ კომაში ჩავარდნის მიუხედავად, სრულად გამოჯანმრთელება და რეაბილიტაციაც შესძლო და ეს კადრებიც რამდენჯერმე ნახა. ის ბედნიერად თვლის თავს, რომ ამ დაუჯერებელ სიტუაციაში ცოცხალი გადარჩა.
მისი მანქანა, როცა მძღოლი უკიდურეს მარჯვენა მხარეს გადასვლას ცდილობდა, რათა ნელა ევლო, ჯერ გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა, შეჯახების შემდეგ უკან, ტრასაზე გადავარდნილ მანქანას კი ჩქარა მოძრავმა მეორე ტრაილერმა, რომელმაც დამუხრუჭება ვერ მოასწრო, პრაქტიკულად, გადაუარა.
"გული კინაღამ გამიჩერდა, როცა მანქანიდან ბავშვის ნივთები გადმოცვივდა", - იხსენებს ტრაილერის მძღოლი. ავარია სწორედ ამ მანქანის ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო. ავარია ბელგიაში, ფლამანდიის ოლქის ქალაქ აალტერთან ახლოს მოხდა.