ზაქარეიშვილი: ორი წლის მანძილზე ჩვენ არ გვაქვს არცერთი დაკარგული სოფელი, რაც ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეძლო

Image

ჩვენ რუსეთის მხრიდან ,,შესაბამისი ზომებისთვის" მზად ვართ,ეს გავლილმა ორმ აწელმა აჩვენა - ამ განცხადებით პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. 

 

 

,,როგორც ჩანს, თქვენთვის ლავროვის სიტყვებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებებს. თქვენ უსმინეთ ლავროვს და ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ჩავთვლით საჭიროდ. ორმა წელმა დაადასტურა, რომ ჩვენ არ ვართ ავანტურისტი მთავრობა, პროვოკაციებს არ ვეგებით, შეცდომებს არ ვუშვებთ, რომლესაც მერე იყენებს რუსეთი. ორმა წელმა აჩვენა ისიც, რომ ჩვენ შესაბამისი ზომებისთვის მზად ვართ. რუსეთი ასეთი აგრესიული არ ყოფილა არასდროს, რაც მსოფლიოს აჩვენა.

 

2008 წელი ვერავინ დაინახა, ახლა კი ყველა ხედავს. იმ ფონზე, როცა რუსეთი ასეთი აგრესიულია და ცდილობს საქართველო ჩაითრიოს უამრავ სხვადასხვა პროვოკაციაში, ჩვენ ამას თავიდან ვიცილებთ. ორი წელი ისე ვიარეთ, რომ არ გვყავს არც ერთი დაღუპული, არც ერთი დევნილი, არ გვაქვს არც ერთი დაკარგული სოფელი და ქალაქი. ეს ვერც შეძლო ვერც გამსახურდიამ, ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პაატა ზარაქეიშვილმა.

 

ზაქარეიშვილი ეთანხმება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმოამდგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებას, რომ ,,დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას", ,,დღეს და ხვალ ეს ნამდვილად არ იქნება, ზეგ შეიძლება იყოს. ჩვენ ჯერ MAP-იც არ მიგვიღია, ასე რომ ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს. ჩვენ მივდივართ ნატო-სკენ და მე სხვა სივრცეში ვერც წარმომიდგენია საქართველო. ყველა სამიტზე გვაქვს პროგრესი, მაგრამ, ბუნებრივია, მას სჭირდება მუშაობა.

 

ეს არის ხანგრძლივი, თუმცა თანმიმდევრული ნაბიჯების პროცესი. ილია ჭავჭავაძის სიტყვებს გაგახსენებთ "ოთარაანთ ქვრვიდან", რომელიც ამბობს, რომ პატიოსანი დედაკაცი 9 თვეში შობს ბავშვსო, ანუ 7-თვიანი არავის არ უნდა, არც ექვს და ხუთთვიანი. ყველა მიზანს თავისი დრო აქვს. ჩვენ ვართ იმ პროცესში, როცა აუცილებლად მივალთ ნატო-მდე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !