
დებალცევოს უკრაინის შეიარაღებული ძალები და თვითორგანიზებული მოხალისეთა ბატალიონები ტოვებენ. ვიდეო 18 თებერვალს, დილითაა გადაღებული. დებალცევოდან ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო.
გამოსვლის დროს ე.წ. სიცოცხლის დერეფნის უზრუნველყოფა მედესანტეებს დაევალათ. რუსმა სამხედროებმა და სეპარატისტებმა დერეფნის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. შედეგად 18 თებერვალს დებალცევოდან გამოსვლის დროს ორმოცამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა, საბოლოო ჯამში, 2.500-ზე მეტი მებრძოლი საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით, უკრაინის დროშებით გამოვიდა.