ზურა ჟვანიას მეგობრები მოითხოვენ, შეწყდეს გარდაცვლილის პირადზე საუბარი

Image

განცხადება, რომლითაც სახელწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა ზურაბ ჟვანიას 2002 წელს მიმართა, საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძის ადვოკატმა დღეს გაასაჯაროვა.

 

 

დოკუმენტით ირკვევა, რომ ჯერ კიდევ პარლამენტის წევრობისას ჟვანიას პირადი დაცვა მას სთხოვდა, რომ მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეეშალა.

 

ახალი დოკუმენტის გასაჯაროვების პარალელურად ზურაბ ჟვანიას მეგობრები, თანამებრძოლები და ყოფილი დაცვის წევრები მიმართვას ავრცელებენ და ყოფილი პრემიერის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით განხილვების დასრულებას მოითხოვენ.

 

ზურაბ ჟვანიას საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ იმაზე, რაზეც "რუსთავი2"-ის ეთერში თავად ჟვანიას ძმამ ისაუბრა, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრები ამ დრომდე დუმდნენ. თუმცა, მიხეილ ძაძამია და კობა ხარშილაძე სასამართლო

 

როცესზე, ადვოკატის თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმეზე არაერთი ახალი დეტალის გამხელას აპირებენ.

სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებიან ჟვანიას მეგობრებიც, რომლებიც პროკურატურას ნდობას უცხადებენ. თუმცა, მოითხოვენ, რომ საქმის ძიება დროულად დასრულდეს.

 

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის მეგობრებისგან განსხვავებით დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე გამოსაძიებელი აღარაფერია.

 

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ამ დროისათვის ბრალი 3 პირს აქვს წაყენებული. ექსპერტი ლევან ჩაჩუა და დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ძაძამია 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ამ დროისთვის თავისუფლებაზე იმყოფებიან. სასამრთლო პროცესის დაწყებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელოდება ჟვანიას დაცვის უფროსი, კობა ხარშილაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !