
LifeNews კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსული პროპაგანდის ერთერთი მთავარი იარაღია: უკრაინული ТСН ავრცელებს კადრებს, სადაც რუსი ჟურნალისტის არაადეკვატური ქცევა ჩანს.
"ლაიფნიუსის" ჟურნალისტი არაერთხელ ჩაერთო ტელეფონით, სადაც რამდენჯერმე იცრუა უკრაინელ ჟურნალისტებთან დაკავშირებით. "1+1"-ის ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ იქცეოდა ასე, პასუხად ლაიფნიუსელმა უხეშობა დაიწყო და უკრაინელებს "მკვლელი ერი" უწოდა, შემდეგ კი შეეცადა, ხელი წაევლო ერთერთი უკრაინელი ჟურნალისტისთვის.
რაც შეეხება ტელეარხ "როსიას" ჟურნალიტს, რომელმაც პოროშენკოს მისამართით, დარბაზში მისი შემოსვლის დროს წამოიყვირა: "ბატონო პოროშენკო, რატომ ბომბავს უკრაინული არმია მშვიდობიან მოსახლეობას?" ის დაცვამ დარბაზიდან არაკორექტული ქცევისთვის გაიყვანა.