-
2015-02-12 02:20
მინსკის შეხვედრის მონაწილეები შეხვედრის დაწყებამდე ერთმანეთთან მცირე კომუნიკაციით შემოიფარგლნენ, შემდეგ კი სავარძლებს მიაშურეს.
ვლადიმირ პუტინს, რომელიც მოლაპარაკების სხვა მონაწილეებზე ადრე აპირებდა სავარძელში მოკალათებას, ალექსანდრე ლუკაშენკომ უნებლიედ ხელი შეუშალა. პუტინმა ორჯერ სცადა, თავისკენ მიეწია სავარძელი, რომლის საზურგესაც ლუკაშენკო ეყრდნობოდა, მაგრამ უშედეგოდ.
ვიდეო, რომელიც რუსეთის სახელმწიფო არხის პირდაპირ ეთერში გავიდა, ინტერნეტსივრცეში პოპულარული გახდა. ზოგიერთ შემთხვევაში მის დარევერსებულ ვარიანტსაც აქვეყნებენ, სადაც იქმნება იმიტაცია, თითქოს ლუკაშენკო სავარძელს ორივეჯერ უკან სწევს და პუტინს იქ ჩაჯდომის უფლებას არ აძლევს.