კიევის ევრომაიდნის ორგანიზატორები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში ევრომაიდნიდან უგზო–უკვლოდ გაქრა 36 აქტივისტი.
განცხადება განთავსდა სოციალურ ქსელებში, ევრომაიდნის მხარდამჭერ გვერდებზე. მონაცემები საბოლოოდ ზუსტდება და ამ სახით, სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება.