-
2014-02-03 07:46
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გამოჯანმრთელდა და დღეს სამსახურში გავა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის სახელმწიფო სამედიცინო საქმეთა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრ ორდამ გააკეთა.
"საჭირო მკურნალობის გავლის შემდგომ უკრაინის პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორშაბათს ვიქტორ იანუკოვიჩი გეგმავს სამსახურში გასვლას",- განაცხადა ალექსანდრ ორდამ.
შეგახსენებთ, იანუკოვიჩი საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ვირუსის დიაგნოზით მოათავსეს. უკრაინის პირველ პირს მაღალი ტემპერატურაც ჰქონდა.