სალომე ზურაბიშვილი: შუაში ყოფნა არ შეიძლება ისევე, როგორც ნახევრად ორსულობა არ შეიძლება…

Image

„საქართველოს გზის“ დამფუძნებელი და ლიდერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მუხროვანის ამბოხის კადრებს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

 

სალომე ზურაბიშვილი გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ იურისტები კადრების გამოჩენას დაელოდნენ, რათა გამოძიება დაეწყოთ. მისივე თქმით, მას სჯერა, რომ მუხროვანში ამბოხება არ ყოფილა, მაგრამ რადგან მისი მონაწილეების მიმართ მაინც რჩება რაღაც ეჭვები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას – გეგმავდა თუ არა ეს ხალხი სახელმწიფოს გადატრიალებას, რადგან მისი რწმენა სხვაა და საქმის გამოძიება – სხვა:

 

"ერთ დიდ გაუგებრობაში ვართ. საქმე ვიდეო ფირებს დადების და გამოყენების და მათში ასახულ კადრების მნიშნველობაში კი არაა. საქმე ბევრად უფრო სერიოზულად დგას: წინა ხელისუფლება ამტკიცებდა და მისი წარმომადგენლები კიდევ ამტკიცებენ რომ საქმე გვქონდა სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან !( და არ დაგვაკლეს თავისდროზე შედარებები ზვიად გამსახურდიის რეჟიმის გადატრიალებასთან რათა საზოგადოება დაერწმუნებინათ იმ პარალელში რისი დადგინებას სულ ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა - თავის და ეროვნულ მოძრაობის შორისა)

 

ამ ხელისუფლებამ ის ადამიანები - ოფიცრები და ჯარისკაცები- რომლებიც იყვნენ ბრალდებულნი ამ საქმეში გაანთავისუფლა და მისცა პოლიტპატიმარის სტატუსი! ამას მივესალმები და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს ღურსეული ოფიცრეი ვინც იბრძოდნენ ომის დროს და ქართულ ჯარის ღირსებას ატარებენ, მართლაც უდანაშაულები არიან.

 

მაგრამ ჩემი დარწმუნება არ დარწმუნება- ან თქვენზი - ხომ არაფერს ნიშნავს და არ შეიძლება მასზე იდგეს ქვეყნის ბედი.

 

აქ ვერ გაჩერდება საქმე და გამოძიება აუცილებელია, რამეთუ ან- ან:

 

ან ესენი მართლაც სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ და მაშვინ რა უფლებით, რა უპასუხლგებლობით გამოუშვა ახალმა ხელისუფლებამ ციხიდან და პოლიტიკურ პატიმრის კვალიფიკაცია მისცა … ეს ასე რომ იყოს ეს ქვეყნის ღალატის ტოლფასია და ამაზე ხელისუფლებამ და კომისიამ უნდა აგონ პასუხი. თავისთავად ასეთი განთავისუფლება ვინმეს პირად რწმენაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

 

ან - როგორც მე მჯერა - ესენი იყვნენ წინა ხელიუფლების მიერ ხაფანგში მოხვედრილნი, არანაირ საიდუმლო გადატრიალებაში მითუმეტეს რუსეთთან შეთანხმებით არ მონაწილეობდნენ, და მაშინ ხომ უნდა ერთხელ და სამუდამოდ მათი საქმე გაირკვეს, მათი რეპუტაცია დღემდე შელახული (რამეთუ ნაწილი საზოგადოებას რაღაც ეჭვი მაინც რჩება) რეჰაბილიტირებული იქნეს და ერთხელ და სამუდამოდ ვიცოდეთ რომ ჩვენი ჯარის მთავარსარდლობა ქვეყნის დაცვას და არა მის ნგრევას ემსახურებოდა.

 

შუაში ყოფნა არ შეიძლება ისევე როგორც ნახევრად ორსულობა არ შეიძლება… ეს გაურკვევლობა იმ ადამიანებისთვის აუტანელია და ვიტყოდი, კიდევ უფრო, ქვეყნისთვის წარმოუდგენელია… რამეთუ ქვეყანამ თუ არ იცის ვინ არის მისი მტერი და ვინ მისი ერთგული მსახური, არ იცის ვინ დამნაშავე და ვინ სხვერპლი და გმირი, ის ქვეყანა ქვეყანად ვერ ივარგებს და მისი სახელმწიფოებრიობა ეჭვის ქვეშ დღეს თუ არა ხვალ დადგება.

 

მიკვირს ამ ხელისუფლებაში მრავლად მყოფ იურისტების რომ ამას ვერ ხედავენ და რაღაც კადრების გამოჩენას დაელოდნენ რომ გაერკვიათ გამოძიების აუცილებლობა . არა კადრების ( ეს ვიდეომანია უკვე დამღლელიც გახდა) არამედ რეალური ფაქტების….

 

ქვეყანა ან უდიდეს საფღთხის ქვეშ იდგა გადატრიალების მცდელობის სახით, ან პირიქით ისეთი ანტი პატრიოტული ხელისუფლება ჰყავდა რომელსაც არ ერიდებოდა არც გადატიალების თემასთან არც რუსეთის თემასთან თამაშს, ოღონდ თავისი ძალაუფლება გაემყარებინა და ოპოზიცია საბოლოოდ განედგურებინა.

 

ეს ხომ უნდა გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ … და მერე კიდევ ყველაფერი ის რაც ჩამოწერილი მაქვს და კიდევ მთელი რიგი საქმეების რის გარეშე არ გვეცოდინება ვინ ვართ და სად ვართ“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ გამოხმაურებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !