
„რუსთავი–2“–ის პროგრამაში „პოსტსკრიპტუმი“ 2 თებერვალს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა.
უკრაინის ბარიკადები ქვეყანას ზოგჯერ ჰყოფს და ზოგჯერ - აერთიანებს. ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ ბოლო სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენა - შეახსენა მას ქვეყნის გახლეჩის საფრთხე.
ამ საფრთხის შესახებ გახშირებული საუბრის მიუხედავად დასავლეთ უკრაინაში ევრომაიდნებზე ადამიანების რაოდენობა არ იკლებს. ამ რეგიონებიდან მოხალისეები რეგულარულად ენაცვლებიან ერთმანეთს კიევში.