
სოხუმში გასულ რამდენიმე დღის წინ ქურდობა მოხდა: ქალაქის ცენტრში განთავსებული ბიბლიოთეკა, რომელიც ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტს ეკუთვნის, გაძარცვეს.
ბიბლიოთეკიდან გატანილია ექვსი ახალი კომპიუტერი, სკანერები და პრინტერები.
მძარცველებმა შენობაში უკანა გასასვლელთან მდებარე კარის გატეხვის შემდეგ შეაღწიეს. მეორე დღეს სამსახურში ჩვეულებრივად გამოცხადებულ თანამშრონლებს ოფისი გაძარცვული დახვდათ.