
გოგონა, რომელიც მოძრავ მატარებელს სასწაულებრივად გადაურჩა - ტელეკომპანია CNN-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარია გოგონაზე, რომელმაც მოძრავი სატვირთო მატარებლის ვაგონზე პლატფორმიდან სცადა შეხტომა .
გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულია მომენტი, თუ როგორც ცდილობს გოგონა გადახტომას, თუმცა იგი ვაგონების გადაბმას შორის არსებულ სივრცეში ვარდება. პლატფორმაზე მდგომი მამაკაცი ამ ყოველივეს აკვირდება, თუმცა მას გოგონას შველა არ შეუძლია.
სანამ მატარებელი ლიანდაგებს ბოლომდე გაივლის, მოლოდინი ისეთია, თითქოს დაზარალებული ცოცხალი აღარ უნდა იყოს. თუმცა, საბედნიეროდ გოგონა ლიანდაგის შუა ნაწილში მოექცა და არ დაშავდა. პლატფორმაზე ამოსვლის შემდეგ, იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას არავითარი ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა, გარდა ფსიქოლოგიური ტრავმისა.
როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, შემთხვევა 7 წლის წინ მოხდა, ჟურნალისტმა გოგონას ვინაობა დაადგინა და ამ ქმედების მიზეზის გარკვევა სცადა. გოგონას ტანია ჰქვია.
კითხვაზე, თუ რატომ მოიქცა იგი ასე, მან უპასუხა: „როცა ახალგაზრდა ხარ, ბევრ სისულელეს აკეთებ, ბევრი გამიკეთებია, თუმცა, ამ ეპიზოდმა ჩემი ცხოვრება შეცვალა“, - აცხადებს ტანია.