
ცოტა ხნის წინ პერუს სანაპიროზე 500 მკვდარი დელფინი იპოვეს. სწავლულები ვარაუდობენ, რომ მათი სიკვდილის მიზეზი გარემოს ფაქტორები არ არის და ისინი ჯერ მოკლეს, ზღვაში კი მერე გადაყარეს.
მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები წერენ, რომ უკვე შექმნილია სამეცნიერო–კვლევითი ექსპედიცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სწავლულებისგან, რომელიც მოხდარ ფაქტს გამოიძიებს და დელფინების სიკვდილის მიზეზსა და გარემოებებს გაარკვევს.