-
2014-02-02 14:25
მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლის დროს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებსა და ბალკანეთში შემაშფოთებელი ტენდენციის ზრდაზე ისაუბრა:
"შემაშფოთებელი ტენდეცია აღინიშნება ცენტალური და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ რეგიონებში და ბალკანეთში:
მოქალაქეთა სურვილი კიდევ ერთხელ ექცევა კორუმპირებულთა და ოლიგარქთა ინტერესებში - მათ ინტერესებში, ვინც დიდ ფულს იყენებს პოლიტიკური ოპოზიციის და განსხვავებულად მოაზროვნეთა დასათრგუნავად, პოლიტიკოსთა და მედიასაშუალებათა მოსასყიდად და სამართლებრივი დამოუკიდებლობის დასასუსტებლად“, – აღნიშნა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა.