-
2014-02-02 12:40
მიუნჰენის კონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლა „ჯეიმსთაუნის ფონდის“ ექსპერტმა ვლადიმერ სოკორმა შეაფასა.
მისი განცხადებით, უკეთესი იქნებოდა, ღარიბაშვილს უფრო მეტი ყურადღება საკუთარ გამოსვლაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაემახვილებინა. სოკორის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის ნაცვლად კონფლიქტის მხარედ აფხაზეთი და ოსეთი წარმოადგინა:
„ვისურვებდი, რომ ბატონ ღარიბაშვილს გამოსვლისას ყურადღება გაემახვილებინა იმ საკითხებზე, რომელთა მიმართაც რეალურად გამოხატავენ შეშფოთებას დასავლეთში, ასეთია სამართლიანობის პოლიტიკური მოტივებით გამოყენება საქართველოში, ეს დასავლეთისთვის ძალიან სერიოზული საკითხია და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს მომავალი ევროკავშირთან და ნატოსთან.
ბატონი ღარიბაშვილი დიდ სამსახურს გაუწევდა საქართველოს, ამაზე რომ ელაპარაკა. რადგან დასავლეთი დაინახავდა, რომ ხელისუფლებას აღელვებს და ამ საკითხის გამოსწორება უნდა, ასევე ძალიან იმედგაცრუელბული დავრჩი, როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ კონფლიქტი საქართველოში არის კონფლიქტი საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და ოსეთს შორის, ეს არასწორია, რადგან ეს არის კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის.
ქართული და დასავლური დიპლომატიების მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე ეს კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტად მოიხსენიება, სადაც რუსეთი ოკუპანტი ძალაა.
თუ ვთქვით, რომ ეს არის საქართველოს კონფლიქტი აფხაზებთან და ოსებთან, მაშინ გამოდის, რომ რუსეთი ოკუპაციაზე პასუხისმგებელი აღარ არის“, - განაცხადა სოკორმა.