
გავრცელებული ინფორმაციით, „ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთის“ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელი ხიდი იმ დროს ჩაინგრა, როდესაც კერძო კომპანიის ტრაილერს მძიმე ტვირთი გადაჰქონდა.
ჩანგრეული ხიდი იქვე მდგარ მსუბუქ მანქანას დაეცა და მნიშვნელოვნად დააზიანა.
ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ცნობით, ფოთის პორტის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.