-
2014-02-02 05:02
საქართველოს პრეზიდენტი (2004–2013) მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რატომ არ აკეთებს პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარს.
მისი თქმით, ის ყველა სიახლეს ეცნობა და ყველაფრის საქმის კურსშია, მაგრამ გადაწყვიტა, არ ჩაერიოს პროცესებში:
„მე რამდენიმე თვეა უკვე, აღარა ვარ საქართველოში, ძალიან მტკივა, ძალიან მაწუხებს, ძალიან მაინტერესებს, ყველაფერი რაც ხდება ჩემს სამშობლოში, მაგრამ მე არა ვარ რაღაც გასტროლიორი რომ ათასში ერთხელ პარტიზანულად გამოვჩნდე რაღაცაზე კომენტარი გავაკეთო და მერე ისევ დავიმალო, სადღაც თბილ ამერიკულ კაბინეტში.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამესვენებინა ჩვენი ხალხი ჩემგან. მოვშორებოდი საქართველოს შიდა პოლიტიკას. მე ეს გადაწყვეტილება მივიღე შეგნებულად. ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ ყოველ ჯერზე და საერთოდ არაფერზე არ აკეთო კომენტარი, არ ჩაერიო პროცესებში, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა როგორც ყოფილი პრეზიდენტის.
ჩემს სამშობლოს ვუსურვებ ყველაფერს კარგს. მე ძალიან განვიცდი ძალიან ვგულშემატკივრობ, ყველაფერი მაინტერესებს რაც ხდება საქართველოში, მაგრამ საქართველოში არის საკმარისზე მეტი პოლიტიკოსი, საკმარისზე მეტი გზნება და ვნებები არსებოს. ისედაც საკმარისზე მეტად დაძაბული პოლიტიკურ ტემპერატურაა" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.