რაში უნდა დაარწმუნოს საქართველომ რუსეთი – ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნჰენში

Image

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაში. იგი სიტყვით გამოვიდა სესიაზე- “გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური უსაფრთხოება.”

 

 

"მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ჩემ ქვეყანაზე, საქართველოზე, მაგრამ სანამ საქართველოზე ვისაუბრებ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას. ეს ნამდვილად მიუღებელია და მე მწამს, რომ უკრაინის მთავრობა უკრაინელ ხალხთან და ოპოზიციასთან ერთად გამოსავალს იპოვის აღნიშნული კრიზისიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა, რუსეთის ჩათვლით, უნდა მონახონ გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არსებობს.

 

რაც შეეხება საქართველოს, რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა, სანამ გადავალ ისტორიულ მოვლენაზე, ვილნიუსის სამიტზე, სადაც ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდა. გასული წელი რთული აღმოჩნდა საქართველოსთვის. კოაბიტაციის გეგმა, პრობლემები და კრიზისი არსებობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მას შემდეგ რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში, ჩვენ მოვახერხეთ ხელისუფლების გადაცემის მშვიდობიანი პროცესი უზრუნველგვეყო და გასული წელი ამ თვალსაზრისით ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

 

როგორც მოგახსენეთ ვილნიუსში ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პარაფირება მოხდა. საქართველო კი მცირე ქვეყანაა, მაგრამ რეგიონული ცენტრი გახლავთ.  თავისი, ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით მას გააჩნია პოტენციალი გახდეს სერიოზული რეგიონალური სახელმწიფო აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერით, რისი იმედი გვაქვს აგვისტოში, როგორც მოვისმინეთ ევროპული ლიდერებისგან და მინდა აღნიშნული შესაძლებლობა გამოვიყენო და მათ მადლობა გადავუხადო პროცესის დაჩქარებისთვის. 

 

საქართველოს ექნება რამდენიმე სხვადასხვა შესაძლებლობა და შანსი, რომ უზარმაზარ ევროპულ ბაზარზე გავიდეს. სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკის შენელებას ჰქონდა ადგილი არასტაბილურობის გამო ბოლო წელს, თუმცა გასული წლის ბოლო თვეებში ეკონომიკის თვალსაზრისით სერიოზული ზრდა იყო. ამჟამად ველოდებით 6.2%-ით ეკონომიკურ ზრდას მზარდი შიდა პროდუქტისა.

 

ჩვენ ძალიან თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები ჩავატარეთ და უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის დაახლოვებით 85% მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას და ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით ევროპული ინტეგრაცია შეუქცევადი გახდა. საქართველოს გააჩნია მისწრაფება ნატოს და ევროკავშირის წევრობისა. ეს ისტორიული არჩევანი გახლავთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთსა და იმავე ღირებულებებს ვიზიარებთ. ჩვენ ეს ამბიცია გაგვაჩნია ევროკავშირის, ევროპული ოჯახის წევრობისა, მრავალი წელია უკვე. 20 წლის წინ, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ვეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა დემოკრატიული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში.

 

მინდოდა ასევე ხაზი გამესვა საქართველო- რუსეთის ურთიერთობისთვის. როდესაც საქართველო ახალმა ხელისუფლებამ 2012 წელს ხელისუფლების სადაავეები აიღო ხელში, ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ რუსეთთან დამოკიდებულება, შევცვალეთ რიტორიკა. ექს პრემიერ მინისტრმა ივანიშვილმა დანიშნა პირადი წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში,ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მის რუს კოლეგასთან.  შევცვალეთ, გავაუმჯობესეთ რუსეთთან ურთიერთობები სავაჭრო, ადამიანური, კომუნიკაციური და შედეგად რუსეთმა ეტაპობრივად დაიწყო თავისი ბაზრის გახსნა ქართული პროდუქტისათვის.

 

2006 წელს რუსეთმა ემბარგო დააწესა ქართულ პროდუქტზე, რამაც დიდი დარტმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკას. დღეს დივერსიფიცირებული ეკონომიკა გვაქვს. გავასამმაგეთ ექსპორტი რუსეთში, 60 მილიონ დოლარს მიაღწია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ურთიერთობების ნორმალიზაცია მოგვეხდინა რუსეთის ფედერაციასთან. ამავე დროს ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქართულმა მხარემ ყველა ღონე გამოიყენა იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა ნორმალურ ჩარჩოებში მოექცია, თუმცა ჩვენ ვაწყდებით პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ეს რეალურად ეწინააღმდეგება იმ მიდგომას, რომელსაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ახორციელებს. მავთულხლართების და საზაღვრო ხაზების გავლება რეალურად პრობლემას უქმნის ჩვენ მოსახლეობას. 35 კილომეტრის მავთულხლართების აგება მოხდა.

 

აღნიშნული წელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რთული, თუმცა საინტერესო პერიოდი გვაქვს. ჩვენ გადავწყვიტეთ ბოიკოტი არ გამოგვეცხადებინა სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის და ვაგზავნით ჩვენ სპორტსმენებს, ჩვენს გუნდს. ეს ძალიან ძნელი გადაწყვეტილება იყო, რადგამ ჩვენ გაგვაჩნია მოუგვარებელი კონფლიქტები, ჩვენი ძმები, აფხაზები და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები მოწყვეტილი არიან საქართველოს. ჩვენ შევთავაზეთ რუსეთის მხარეს თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში,  აქედან გამომდინარე ქართულმა მხარემ, მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციული ნაბიჯების მთელი რიგი გადადგა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 

 

რაც შეეხება ჩვენ მისწრაფებას და კითხვას, რამდენად ეწინააღმდეგება ეს რუსეთის ინტერესებს. ერთი  რამ რაც ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ- დავარწმუნოთ რუსეთი, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისაკენ, საფრთხეს რუსეთისათვის არ წარმოადგენს. საქართველო, უბრალოდ, ცდილობს გახდეს უკეთესი ქვეყანა. ჩვენ გვინდა ვიქცეთ ძლიერ, თავისუფალ, ევროპულ ქვეყანად.  რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს გააჩნდეს, მყარი, სტაბილური და პროგნოზირებადი მეზობელი კავკასიის რეგიონში"- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !