-
2015-01-28 23:15
,,მთავრობის შეცვლის აუცილებელობას ან მით უმეტეს, ღარიბაშვილს რამე ემუქრებოდეს, ვერ ვხედავ. რას ერჩიან მთავრობას და რა უნდათ? რა ფუჭდება, ამის მიხედვით უნდა გავაკრიტიკოთ მთავრობა,“–განაცხადა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„ხან ღარიბაშვილს ესხმიან თავს, ხან მთავრობის სხვა წევრებს, როგორ ახერხებენ მიკვირს, მსგავსი წარმოდგენა არ გამაჩნია. ავიღოთ გინდათ ენერგეტიკის სამინისტო, გინდათ ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროები, გინდათ ცალკე აღებული პრემიერი. რას უნდა აკეთებდეს და ვერ აკეთებს?! რეალობიდან უნდა გავაკეთოთ ანალიზი", - განაცხადა ივანიშვილმა.