-
2015-01-28 22:48
გიორგი მარგველაშვილი კანდიდატურის დასახელებას ხელოვნურად აჭიანურებს,– აღნიშნა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხზე საუბრისას.
,,პრეზიდენტი ზედმეტად სწევს თამასას... ახალი შენიშვნა უნდა მივცე... მან ახალი ის დააფუძნა, ქვეყნის პირველი პირი, ჯერ ,,ფეისბუქით" დაიწყო, მერე მედიამ აიტაცა და ახალა ცდილობს შინაარსშიც გადაიტანოს... თამასას ძალიან მაღლა სწევს იმ თემებზე, რომელიც მის კომპეტენციაშია..."-განაცხადა ბიძინა ივანიშილმა.
ივანიშილმა პრემიერსა და უმრავლესობას შორის არსებულ უთანხმოებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტი იმ გუნდთან, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა კვლავ ოპონირების რეჟიმშია , ამის დასტურად ექსპრემიერმა მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული უთანხმოება გაიხსენა.