„იური ვაზაგაშვილის სკანდალური წერილი, რის გამოც იგი მოკლეს“

Image

გაზეთი „ასავალ-დასავალი“ აქვეყნებს წერილს, რომელიც  იური ვაზაგაშვილმა გამოცემის ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს  2014 წლის დეკემბერში გადასცა.

 

„ბატონმა იურიმ ხუთ ფურცლად დაბეჭდილი წერილი გადმომცა და მითხრა - ყურადღებით წაიკითხე, ჩემო დიტო, მაგ წერილში მოტანილი ფაქტების დასაზუსტებლად დიდი დრო და ენერგია დავხარჯე, მაგრამ უკვე ყველაფერი გამოვიკვლიე და თუ რამეში დაგჭირდეს, გამოიყენეო!

 

ბატონმა იურიმ ისიც მითხრა, რომ მან ამ წერილის რამდენიმე ეგზემპლარი მისთვის ახლობელ ადამიანებსაც დაურიგა...

 

ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი ისე ჩამთავრდა და მიილია, სიმართლე გითხრათ, იური ვაზაგაშვილის წერილისთვის ხელი არ მიხლია...

 

2015 წლის 20 ივნისს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, ზურაბ და ზვიად ვაზაგაშვილების საფლავზე ბომბი რომ აფეთქდა და იური ვაზაგაშვილი შვილების საფლავს დააკლეს, წერილი მაშინ გამახსენდა... გადავფურცლე და თმები ყალყზე დამიდგა... ეს წერილი არის პასუხი იმაზე, თუ რატომ მოკლეს იური ვაზაგაშვილი.“ - წერს დიტო ჩუბინიძე.

 

აი რა წერია წერილში, რომელიც იური ვაზაგაშვილს ეკუთვნის:

 

„ქალაქ თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს ამჟამინდელი უფროსი გიორგი დალაქიშვილი ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას მუშაობდა თბილისის სოდ-ის უფროსის თანამდებობაზე.

 

არჩევნებამდე მას დავალებული ჰქონდა "ქართული ოცნების" უსაფრთხოების სამსახურის ურფოსის ალეკო ტაბატაძის განეიტრალება და შემუშავებული ჰქონდა კიდეც გეგმა ტაბატაძის დასაკავებლად, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა ტაბატაძის მეგობრობამ დ. ბედიასთან. ბედია მერაბიშვილის დროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

 

დალაქიშვილსა და ბედიას ალეკო ტაბატაძის თემაზე უთანხმოება მოუვიდათ და ბედიამ გაიმარჯვა. "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გიგი დალაქიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს.

 

ცნობისათვის, დალაქიშვილმა გია უდესიანთან ერთად ბიზნესმენ ბესო ხარძიანს ჰეროინი დაალევინა.

 

ხარძიანი, როგორც ცნობილია, უარს აცხადებდა კუს ტბის აქციების ნაცმოძრაობის სასარგებლოდ დათმობაზე. საერთოდ, გიგი დალაქიშვილი და გია უდესიანი შავბნელი საქმეების აღსასრულებლად ერთად მოქმედებდნენ, სადაც პოლიცია ვერ ჭრიდა, მაშინ საქმეში ერთვებოდა უდესიანი თავის რაზმთან ერთად. უდესიანის "ოფისი", სადაც განთავსებული იყო ადამიანთა წამებისა და დაკავების საკნები, დღესაც ნაცმოძრაობის მფლობელობაშია და იგი მდებარეობს იპოდრომის შესასვლელთან.

 

გიორგი დალაქიშვილი და მისი ამჟამინდელი მოადგილე ნიკა სამარღანიშვილი (ე.წ. "ტყუპი") შინაგან საქმეთა ორგანოებში მოიყვანა ირაკლი ფირცხალავამ, რომელთან ერთადაც დალაქიშვილმა მონაწილეობა მიიღო 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ზურაბ ვაზაგაშვილის ჩაცხრილვაში.

 

დალაქიშვილთან ერთად ვაზაგაშვილის ჩაცხრილვაში ასევე მონაწილეობდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დღევანდელი მოადგილე ოთარ მირზოევი, რომელიც ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლიდან მეორე დღესვე ერევანში გაიქცა და საქართველოში მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა, როცა ხელშეუხებლობის მყარი გარანტია მიიღო.

 

ოთარ მირზოევი და გიგი დალაქიშვილი ისან-სამგორის სამმართველოს ყოფილ უფროსთან გიორგი დარჯანიასთან ერთად ყველაზე ახლოს, ორ მეტრში იმყოფებოდნენ ზურაბ ვაზაგაშვილის მანქანიდან. მირზოევმა პირველმა გახსნა ცეცხლი ჩემი ვაჟის ზურაბ ვაზაგაშვილის მანქანის მიმართულებით და ყველაზე უფრო ადრე სწორედ მან შეასრულა ირაკლი ფირცხალავას მიერ რაციაში გაცემული ბრძანება - ცეცხლი გახსენითო!

 

სწორედ მირზოევის ტყვია მოხვდა ზურაბ ვაზაგაშვილს თავში და ამის გამო მან დაკარგა გამართულად მოძრაობის უნარი, რის გამოც მანქანა გადავიდა გზის საწინააღმდეგო მარცხენა მხარეს და შეეჯახა ხეს.

 

ქალაქ თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური კობა ნაკანი ინტენსიური ცეცხლის გახსნის შემდეგ ახტა ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანის, "ბმვ"-ს კაპოტზე და მანქანაში წინ მჯდომ პირთა მიმართ განახორციელა საკონტროლო გასროლები ავტომატური იარაღიდან მჭიდის დაცლამდე. ვაზაგაშვილს თავში 18 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

 

აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ისან-სამგორის დღევანდელი სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ბჟალავა და ანტიტერორისტული დეპარტამენტის დირექტორის ახლანდელი მოადგილე შოთა ჭანუყვაძე“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !