-
2014-02-01 13:43
მიუნხენში სტუმრად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა (2004–2013) მიხეილ სააკაშვილმა ზოგადი კომენტარი გააკეთა მუხროვანის ამბოხის კადრებთან დაკავშირებით:
„ჩემს ცხოვრებაში საკმარისად იყო ის, რასაც ქართული პოლიტიკა ჰქვია, ასე რომ მე საერთოდ პოლიტიკას ჩამოვშორდი… ისე კი, აქ რაც ხდება, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადგილობრივი პოლიტიკა. ნუ ჩამრევთ", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი წერს, მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში ვიტალი კლიჩკოს თხოვნით მივიდა. უკრაინის ოპოზიციის ლიდერის გარდა, მიხეილ სააკაშვილი აშშ–ის კონგრესის წევრებსაც შეხვდა.