-
2015-01-22 13:31
ერთ-ერთ საღამოზე ყავარჯნითა და შოტლანდიური კაბით მოსული მსახიობი გიორგი ყიფშიძე ფოტოობიექტივში არა მარტო მისი გარეგნული იერსახის გამო მოხვდა, არამედ მის გამოც, რომ შეზარხოშებული მსახიობი დროდადრო ჯულიანა ბარგნარის მაგიდისკენ მიდიოდა, გვერდით უჯდებოდა და ესაუბრებოდა.
მერე უკან თავის მაგიდასთან ბრუნდებოდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანა გიორგიმ ჯულიანას მაგიდასთან არ ჩაიძინა.
ჯულიანასა და გიორგის დაფარულ რომანზე, „ცეკვავენ ვარსკვლევებში“ მათი მონაწილეობის შემდეგ ბევრს საუბრობდნენ.
იმ პერიოდში გიორგის ოჯახური ურთიერთობა აერია. დღეს ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრობს.
„ნიჭირის“ ფინალის წინა ღამეს, პროექტის წამყვანმა, გიორგი ყიფშიძემ იმდენი დალია, მაგიდასთან რამდენჯერმე გამოიძინა.
მთვრალ, ჩაძინებულ მსახიობთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ მისი მეგობრები.







http://primetimenews.ge/