
შს სამინისტროს ცნობით, პეკინის ქუჩაზე მომხდარი ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, მძღოლის გარდაცვალება გახდა.
მათივე ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლი, სავარაუდოდ, შეჯახებამდე გარდაიცვალა, რის შემდეგაც, ავტომობილი „ფორდის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა.
ავარიის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.