საქართველოს შავიზღვისპირეთის ერთერთი ულამაზესი და სახელგანთქმული ქალაქი გაგრა შტორმის შემდეგ სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. – ამის შესახებ „აფსნიპრესი“ იუწყება.
ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, 31 იანვრის ღამეს ზღვაზე ძლიერმა შტორმმა 8 ბალს მიაღწია. ტალღებმა დააზიანა სანატორიუმ „კავკასიის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც ქალაქის წყალგაყვანილობის 60 მეტრი სიგრძის მილი გადის. შტორმის შედეგად დაზიანდა ბულვარიც.