
ქვემო ფონიჭალაში ოთხი ნიღბიანი, შეიარაღებული პირი ახმედოვების ოჯახს თავს დაესხა. ბოროტმოქმედებმა ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი დააბეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დაზარალებულები ამბობენ, რომ თავდამსხმელები მათ დაუთოვებითაც ემუქრებოდნენ. მძარცველებმა სახლიდან ფულისა და ოქროულობის წაღება მოახერხეს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები. მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
"რუსთავი-2"